ცხელი ხაზი : 574 17 96 23

კისისხევში ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

10 ივლისი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, ნათლისმცემლის ეკლესიისკენ მიმავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, მოასფალტდება 550 მეტრის სიგრძის გზა, მოეწყობა სანიაღვრე არხი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,როუდ სოლუშენი,, ახორციელებს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 379 973 ლარით ფინანსდება.

გააზიარე