კულტურის კომისიამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაასრულა

21 ნოემბერი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ფრაქციებსა და კომისიებში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას აგრძელებს. პროექტის განხილვის ფარგლებში დღეს საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ სხდომა ჩაატარა.

კომისიის წევრებმა თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების,  სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების სამუსიკო სკოლების, მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის, კულტურისა და დასვენების პარკების გაერთიანება "ნადიკვარის" და სპორტული ა(ა)იპ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს თითოეული ა(ა)იპ ორგანიზაციის დაფინანსების საკითხი.

„სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ ა(ა) იპ ორგანიზაციებთან და მერიის კულტურის სამსახურთან ერთად ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაასრულა. ჩვენ შევიმუშავებთ რეკომენდაციებს და საკრებულოს ბიუროს სხდომაზე წარვადგენთ“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარე ლევან კოჭლოშვილმა.

წარმომადგენლობითი ორგანო ბიუჯეტის პროექტს ფრაქციებისა და კომისიების ერთობლივი რეკომენდაციებით მერიას 25 ნოემბრამდე დაუბრუნებს. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტით 24 548 100 ლარია გათვალისწინებული.

   

გააზიარე