მდგრადი ენერგეტიკის დღესთან დაკავშირებით, თელავის ცენტრალურ მოედანზე ველომარათონი მოეწყო

29 ივლისი, 2023

მდგრადი ენერგეტიკის დღესთან დაკავშირებით, თელავის ცენტრალურ მოედანზე ველომარათონი მოეწყო.

მარათონში მოყვარული ველომრბოლელები და თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება ,,თელავის“ სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ზაირა არსენიშვილის სახელობის თელავის კულტურის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე - ,,ენერგოეფექტური სერვისები თელავში“. შეხვედრის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს თელავში არსებული ენერგო ეფექტური სერვისების შესახებ. შეხვედრის დასასრულს კი დამსწრე საზოგადოებას თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი ,,ენერგოეფექტურობა“ უჩვენეს.  აქტივობის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.  ღონისძიების მხარდამჭერია თელავის მუნიციპალიტეტის მერია.

გააზიარე