ცხელი ხაზი : +995(350)273106

მიკვლეულია ნაქალაქარი "ტყეტბა - გულგულა"

24 დეკემბერი, 2018

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების სამხრეთით, მიკვლეულია ისტორიულ ცნობებში აღნიშნული ნაქალაქარი - „ტყეტბა-გულგულა“. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებითა და ორგანიზებით ჩატარებული დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, გამოვლენილია არაუგვანეს ადრე შუა საუკუნეებისა და განვითარებული შუა საუკუნეებით დასრულებული ნაგებობების ნაშთები და სხვა ქალაქისთვის დამახასიათებელი კომპონენტები, (ეკლესიები, გალავნები, საცხოვრისები და სხვ). ასევე გამოვლენილია კერამიკული მასალა გვიან ბრინჯაოს პერიოდიდან მოყოლებული განვითარებული შუასაუკუნეებით დასრულებული, რაც მოწმობს იმას, რომ აღნიშნული ტერიტორია ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული, XII-XIII საუკუნეებით დასრულებული, ინტენსიურად იყო დასახლებული. ტერიტორია რომელსაც საკმაო ვრცელი რადიუსზეა განვითარებული, მრავალ, დღემდე უცნობ და მნიშვნელოვან მასალებს ინახავს.

დაზვერვით სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ბჭის კარი“ ხელმძღვანელი ნანა ინწკირველი. სამუშაოებს ხელმძღვანელობს არქეოლოგიის დოქტორი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სპეციალისტი გიორგი ლაღიაშვილი.

გააზიარე