მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში კოხლეარული იმპლანტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

25 თებერვალი, 2020

თელავის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში კოხლეარული იმპლანტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორგანიზაცია "მოვუსმინოთ სამყაროს" ბენეფიციარებისთვის საზეიმო ღონისძიება ჩატარდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში ადგილობრივი საბავშვო სტუდიების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელები და "მოვუსმინოთ სამყაროს" ბენეფიციარები მონაწილეობდნენ.

"მოვუსმინოთ სამყაროს" ბენეფიციარებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

 

გააზიარე