ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

30 სექტემბერი, 2016
დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის 50 ათასამდე ლარი დაიხარჯა. კეთილმოეწყო 7 ოთახი, სამზარეულო, სველი წერტილები. ბაღი აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. ა(ა)იპ "ბაგა-ბაღების გაერთიანების" დაფინანსებით კი მოეწყო ეზო. ამ ეტაპისთვის ბაგა-ბაღი 100 აღსაზრდელზეა გათვლილი და მასში 16 ადამიანი დასაქმდა. ბაგა-ბაღის გახსნას სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ალექსანდრე შათირიშვილი და თელავის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი - გელა სამხარაული დაესწრნენ. ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით, ზამთრის სეზონის დადგომამდე მოხდება ბაგა-ბაღის შენობაში ცენტრალური გათბობის დამონტაჟება, რაზეც დაახლებით 30 ათასი ლარი დაიხარჯება.
01 02 03 04
ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

გააზიარე