ცხელი ხაზი : +995(350)273106

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა ჩატარდა

22 ნოემბერი, 2019

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა ჩატარდა. ფრაქციის სხდომაზე განხილვის მთავარი საკითხი მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი იყო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ბაადურ რევაზიშვილის განცხადებით, მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები და რეკომენდაციები აქვთ.

წარმომადგენლობითი ორგანო ფრაქციებისა და კომისიების ერთობლივ რეკომენდაციებსა და შენიშვნებს მერიას 25 ნოემბრამდე წარუდგენს. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით 24 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. დღევანდელ სხდომას ფრაქცია „ძლიერი სოფლის“ წევრები ესწრებოდნენ. 

  

გააზიარე