ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა

23 May, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა ჩატარდა. ფრაქციის წევრებმა იმსჯელეს მუნიციპალიტეტში არსებულ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე.

დეპუტატებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს 6 მაისს მომხდარი სტიქიის შედეგად სოფელ ფშაველის წყალმომარაგების დაზიანებული სისტემის აღდგენასა და რეაბილიტაციაზე. ფრაქციის შემდეგი სხდომა ივნისში იგეგმება.


ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

გააზიარე