რუსეთ-საქართველოს ომში გარდაცვლილ გმირებს თელავში პატივი მიაგეს

8 აგვისტო, 2020

რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარდაცვლილი გმირების ხსოვნას თელავში პატივი მიაგეს.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ, მერის მოადგილეებმა დავით ბეგიაშვილმა და ფიქრია ყუშიტაშვილმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მერის მოადგილეები სოფელ ნაფარეულშიც იმყოფებოდნენ, სადაც აგვისტოს ომში დაღუპული ზურაბ ბალაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და გარდაცვლილი გმირის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. კონფლიქტის ზონებში რუსეთი მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად დაიჭრა და დაშავდა 2232 სამოქალაქო და სამხედრო პირი, მათ შორის 1045 სამხედრო მოსამსახურეა.

 

გააზიარე