საახალწლო ბაზრობა - "ტკბილი ფესტივალი"

16 დეკემბერი, 2019

17 დეკემბერს, 12:00 საათზე თელავის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება საახალწლო ბაზრობა - "ტკბილი ფესტივალი"

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა მეწარმეთა ნამუშევრების და ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა.

დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს თელავის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეების და პედაგოგების ხელნაკეთი ნაძვისხეები.


დაუკრავენ ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები "მუსიკის ქალაქი" და "ღამურები"

გაიმართება საქველმოქმედო აქცია

ღონისძიების ორგანიზატორები არიან:
► თელავის მუნიციპალიტეტის მერია
► კომპანია "ელიტ ივენთი"

გთხოვთ მობრძანდეთ!

გააზიარე