საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი ცნობილია

24 აგვისტო, 2021

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ დღეს გამართულ სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულო საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე განსახილველად წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტში 2021-2022 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონებაზე იმსჯელებს.

მორიგ სხდომაზე ასევე განიხილავენ საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. დადგენილების პროექტი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციებში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

ნორმატიულ აქტში ცვლილებების შეტანის მიზანია ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მთავრობის დადგენილებებთან და სხვა სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

საკრებულო მორიგ სხდომაზე, რომელიც 31 აგვისტოს, 12 საათზე ჩაინიშნა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ 5 საკითხს განიხილავს.

გააზიარე