საკრებულოში იურიდიული კომისიის სხდომა ჩატარდა

20 May, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა იმსჯელეს მერიის მიერ ინიცირებულ პროექტზე, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არაკომერციული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს. "პროექტის ავტორის განმარტებით, ნორმატიული აქტის მიღების მიზანია ქონების განკარგვის წესის მიღება.


მნიშვნელოვანია ამ პროექტის მიღება, რადგან შემდგომში უფრო მოქნილი გახდება და დარეგულირდება ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პროცესი. კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხქტის მიღება, რადგან შემდგომში უფრო მოქნილი გახდება და დარეგულირდება ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პროცესი.

კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი განიხილოს საკრებულოს ბიურომ და შემდეგ განსახილველად გავიდეს საკრებულოს სხდომაზე", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ხვისტანმა.

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

გააზიარე