ცხელი ხაზი : 0(350) 273650 - ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლობა თელავში

29 ივნისი, 2018

2018 წლის 28 ივნისს თელავში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ „სამხრეთ აფრიკის საქართველოს სავაჭრო პალატის“ (SAGCC) ოფიციალური წარმომადგენლები მარიუს ჰაინსი და პეტრო კრუგერი. მათ შეხვედრა გამართეს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი თუშიშვილთან და მერის მოადგლესთან გურამი გურაბანიძესთან. საუბრის თემა შეეხებოდა თელავში ერთობლივი პროექტების განხორციელებას, განსაკუთრებით სპორტის და ტურიზმის მიმართულებით. შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა მოინახულეს თელავის სპორტული ინფრასტრუქტურა (თამაზ ანთიძის სახელობის სპორტული კომპლექსი, საფეხბურთო სტადიონი, ჩოგბურთის კორტები ), ეწვივნენ ტურიზმის განვითარების ცენტრს და დაათვალიერეს ქალაქის ღირსშესანიშნაობები.

გააზიარე