ცხელი ხაზი : 574 17 96 23

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 2020 წლის ბიუჯეტის შესწორებული პროექტი განიხილა

19 დეკემბერი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ სხდომა ჩაატარა. კომისიამ თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესწორებული პროექტი განიხილა, რომელიც მერიამ საკრებულოს 10 დეკემბერს წარუდგინა. მერიამ წარმომადგენლობითი ორგანოს შენიშვნებისა და რეკომენდაციების უმრავლესობა გაითვალისწინა. მთავარი ფინანსური დოკუმენტით მომავალ წელს 24 548 100 ლარია გათვალისწინებული, რაც 2018 წლის დეკემბერში დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 2 878 750 ლარით არის გაზრდილი.

ბიუჯეტის პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურის განვითარება, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს მერიის მიერ ინიცირებული პროექტზე, რომელიც ეხება თელავის მუნიციპალიტეტში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის საკითხს.

  

გააზიარე