ცხელი ხაზი : +995(350)273106

"შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურსი თელავში" დაიწყო

11 May, 2019

ნიკო სულხანიშვილის სამუსიკო სასწავლებელში საზეიმოდ გაიხსნა "შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურსი თელავში"!

 კონკურსში მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა სამუსიკო და სახელოვნებო სასწავლებლების მოსწავლეები და სტუდენტები საფორტეპიანო, ვოკალური, საორკესტრო, საგუნდო, ხალხური და საესტრადო განყოფილებებიდან.

კონკურსი სამდღიანია და 13 მაისს შალვა დავითაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გალა კონცერტით დასრულდება.

კომპოზიტორი შალვა დავითაშვილი 1934 წელს ქ. თელავში დაიბადა. იგი იყო ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ვაჟა-ფშაველას, ზურაბ ანჯაფარიძის და კომპოზიტორთა კავშირის პრემიების ლაურეატი, ქართული კულტურის ამაგდარი, ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი, იყალთოს, ხობის, ჩარგლის და თბილისის საპატიო მოქალაქე.

 

გააზიარე