ცხელი ხაზი : +995(350)273106

სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისია

კომისიის წევრები


  • დავით ღაღანიძე - თავმჯდომარე
  • გიორგი ჩაბრაშვილი - წევრი
  • ზაქარია ყარასაშვილი - წევრი
  • ბესიკ გაიპარაშვილი - წევრი
  • გოჩა წაწალაშვილი - წევრი
  • ლევან ოთიურიძე - წევრი
  • ზურაბ მუსაევი - წევრი
  • ბესიკ ქოჩიშვილი - წევრი
  • ვასილ არაბული - წევრი
  • ალექსანდრე კუპატაძე - წევრი
  • არჩილ თვალიაშვილი - წევრი

სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისია წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას:
  • განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებსა და დასკვნებს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, ნორმებისა და წესების განსაზღვრის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ;
  • განიხილავს თვითმმართველი ერთეულის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს;
  • განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ;
  • განიხილავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს;
  • განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის, გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ;
  • განიხილავს ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამების და გეგმების პროექტებს, საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს;
  • განიხილავს სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივ პროგრამების პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას;
  • განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარების შესახებ;
  • განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების, ბაზრებისა და ბაზრობებისათვის ადგილების გამოყოფის და ორგანიზების წესების შესახებ;
  • განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენასთან დაკავშირებით;
  • განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე განათების, წყალმომარაგების და წყალანირების უზრუნველყოფის, ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვასთან დაკავშირებით;
  • ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების პროექტების დამტკიცების შესახებ;
  • ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვის წესების დადგენის შესახებ;
  • თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ კომუნალური მეურნეობის მართვის წესების დამტკიცების შესახებ;

კომისიის უფლებამოსილება, ფუნქციები და ამოცანები, იხილეთ დებულებაში
გააზიარე