სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

26 იანვარი, 2021

2021 წლის 26 იანვარს თელავის მუნიციპალიტეტის სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია სხდომას ჩაატარებს. კომისიის წევრები განიხილავენ საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომელიც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილების შეტანის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით თეთრიწყლების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებსა და სოფელ ლეჩურში მუდმივად მცხოვრები ოჯახების თხევადი აირით დახმარების ქვეპროგრამის განხორციელებაა გათვალისწინებული. 

სხდომაზე ასევე განიხილავენ თელავის მუნიციპალიტეტში 2021 წელს განსახორციელებელი კულტურულ-საგანმანათლებლო, ძეგლთა დაცვისა და სპორტულ-ახალგაზრდული პროგრამების დამტკიცების შესახებ წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულების პროექტებს.

სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა 13:30 საათზეა დაგეგმილი. 

 

გააზიარე