ცხელი ხაზი : 574 17 96 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დასრულდა

23 თებერვალი, 2021

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მორიგი შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წინანდალში, კისისხევსა და გულგულაში გაიმართა.

 შეხვედრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

წინანდალში ადგილობრივმა მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხებად გარე განათების ახალი ქსელისა და წინანდლის #1 საბავშვო ბაღის ფლიგელში გადასასვლელი კორიდორის მოწყობა დაასახელა.

 კისისხევში პრიორიტეტულ საკითხებად ტრენაჟორებისა და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა დასახელდა.

გულგულაში კი ადგილობრივებმა პრიორიტეტულ საკითხებად ტრენაჟორებისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა დაასახელეს.

გააზიარე