"თელავის გაზეთის" პრეზენტაცია

7 თებერვალი, 2024

თელავის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში „თელავის გაზეთის“ პრეზენტაცია გაიმართა. გაზეთი მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ, წელს პირველად, მოსახლეობის ინიციატივით, ქალბატონ ნელი ცქიტიშვილის რედაქტირებითა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით  გამოიცა.

აღსანიშნავია, რომ გაზეთს საუკუნოვანი ისტორია აქვს. 1919 წლიდან, თელავის პირველ ბეჭდურ მედია საშუალებაში, ქალაქის ყველა სიახლე იწერებოდა. 

„თელავის გაზეთი“, რომელიც ყოველი თვის ბოლოს გამოიცემა, მოგვითხრობს თელავში მიმდინარე აქტიურ საკითხებზე, ინფრასტრუქტურაზე, კულტურასა და განათლებაზე, სპორტზე, ჯანდაცვასა და სხვა მრავალ სფეროში მიმდიანრე სიახლეზე. გაზეთი გათვლილია სხვადასხვა ასაკის, განსხვავებული ინტერესის მქონე მკითხველისათვის და ხელმისაწვდომი იქნება თელავში არსებულ პრესის ჯიხურებში, მთავარ ბიბლიოთეკასა და მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ადმინისტრაციულშენობაში.

პრეზენტაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ანდრიაშვილთან ერთად, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და თელავის საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილი დაესწრნენ.

 

გააზიარე