თელავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ბანაკი

7 მარტი, 2024

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ყოველწლიური ახალგაზრდული ბანაკი - “პიროვნული განვითარება მოზარდებში” მოეწყო.

ბანაკის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები ბაკურიანში იმყოფებიან, სადაც 6 დღიან სასწავლო კურსს გაივლიან სერთიფიცირებულ ტრენერებთან შემდეგ საკითხებში: გუნდური მუშაობის პრინციპები, პიროვნული განვითარება და თვითშემეცნება, ქცევის ტიპები.

მონაწილეები შეიძენენ ცოდნას თვითშეფასების, პიროვნული ღირებულებების და ცხოვრებისეული სირთულეების გამკლავების შესახებ. ასევე, გამოიმუშავებენ ურთიერთობის, გუნდში მუშაობის უნარებს, შეძლებენ საკუთარი ემოციების იდენტიფიცირებას, გაიაზრებენ თანაგანცდის მნიშნელობას და გაეცნობიან ემოციების, კონფლიქტების მართვის სტრატეგიებს.

ბანაკის წევრებთან სტუმრად თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი იმყოფებოდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია განაგრძობს ისეთი პროგრამების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდების სწავლება-განვითარებაზეა ორიენტირებული.

გააზიარე