თელავის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა რესპუბლიკურ კონკურსში გაიმარჯვეს

13 დეკემბერი, 2019

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული "ახალგაზრობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის" მიერ ორგანიზებულ რესპუბლიკურ კონკურში "ნახატები ბიბლიურ თემებზე" თელავის მუნიციპალიტეტის ააიპ ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა - ნაზი ქევხიშვილმა, ალექსანდრა წიკლაურმა და მარიამ გოჩილაიძემ გაიმარჯვეს.

გამარჯვებულები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში გამოვლინდნენ:

ნაზი ქევხიშვილმა I ადგილი, ხოლო ალექსანდრა წიკლაურმა და მარიამ გოჩილაიძემ - III ადგილები დაიკავეს.

გამარჯვებულებს დიპლომები და ფულადი საჩუქრები გადაეცათ.

 

 

გააზიარე