ცხელი ხაზი : 574 17 96 23

თელავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ექნება

30 ოქტომბერი, 2020

თელავს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ექნება

თელავში უახლოეს მომავალში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სტადიონი აშენდება.

პროექტის პრეზენტაცია დღეს თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდება.

„თელავის მუნიციპალიტეტმა სტადიონის მშენებლობის პროექტი შეიძინა, რომელსაც დააფინანსებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. პროექტის ექსპერტიზის დასრულების შემდეგ სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება ტენდერი. თელავის ახალი სტადიონის მშენებლობისთვის დაახლოებით 16 მილიონი ლარია გათვალისწინებული“, - განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

გააზიარე