თელავში, დავითაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

20 ივლისი, 2023

თელავში, დავითაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება 590 გრძ.მ. მონაკვეთზე, მოეწყობა მიწისქვეშა სანიაღვრე კოლექტორები, საფეხმავლო ბილიკი.

ტერიტორიაზე განთავსდება საგზაო ნიშნები და მოეწყობა ჰორიზონტალური მონიშვნები.

ბიუჯეტი: 1 404 000 ლარი.

შემსრულებელი კომპანია:

საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია ,,სერპანტინი,,.

 

გააზიარე