თელავში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

27 May, 2020

თელავში, ცენტრალური მოედნისა და სკვერების გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე ცენტრალურ მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაღებსა და სკვერებში 6 000 ძირი ყვავილი დაირგვება, შემოდგომაზე კი დაგეგმილია მრავალწლიანი მცენარეების დარგვა.

მიმდინარე სამუშაოებზე 13 875 ლარია გამოყოფილი.

სამუშაოებს შ.პ.ს. თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური ასრულებს.

 

გააზიარე