ცხელი ხაზი : 0350 27 36 50

თელავში ჯანსაღი ქალაქების ქსელის შექმნასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

13 ივლისი, 2021

თელავში ჯანსაღი ქალაქების ქსელის შექმნასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვული დაესწრო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას პროექტის შესახებ ძირითადი ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, საქართველოს ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის ჩამოყალიბება მიზნად ისახავს ეროვნულ დონეზე ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებას პოლიტიკაში, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ჯანდაცვის სექტორში უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ქსელი თანხვედრაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებთან, რომელიც 1988 წელს დაარსდა და ინსპირაციისა და სწავლების პლატფორმას წარმოადგენს ევროპული ქალაქებისთვის.

 

გააზიარე