ცხელი ხაზი : 574 17 96 23

თელავში "მერის თასის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

23 დეკემბერი, 2019

ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის" თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შორის გამართული ტურნირის "მერის თასის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" ვაუჩერები გადასცა:

I ადგილის მფლობელი თელავის მეორე საჯარო სკოლის გუნდი "LSD" გახდა, რომელიც 500-ლარიანი ვაუჩერით დასაჩუქრდა.

II ადგილი დამოუკიდებელმა გუნდმა "ადამიანები+" დაიკავა და საჩუქრად 400 ლარის ოდენობის ვაუჩერი მიიღო.

III ადგილზე მეცხრე საჯრო სკოლის გუნდი "აგორა" გავიდა. გუნდს "ბიბლუსის" 300-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.

საუკეთესო მოაზროვნედ თელავის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ჟანა ორკოდაშვილი დასახელდა, რომელსაც საჩუქრად "ბიბლუსის" 100 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
 

  

  

გააზიარე