ცხელი ხაზი : +995(350)273106

თელავში ფილმის „თელავის გოლგოთა - გიგოს გორა“ პრემიერა გაიმართა

28 ნოემბერი, 2019

 

თელავის ისტორიულ მუზეუმში ფილმის ,,გიგოს გორა-თელავის გოლგოთა” პრემიერა გაიმართა, რომელსაც თელავის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი რაჟდენ თანდილაშვილი, თეოლავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ტიტე დარეჯანიშვილი და გიგა მემუკელაშვილი, მერიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ფილმი, რომლის კონსულტანტი და იდეის ავტორია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი, რეჟისორი და სცენარის ავტორი კი მიხეილ ბერინაშვილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ არის მომზადებული.

33 წუთიან დოკუმენტურ ფილმში ავტორები დეტალურად აღწერენ საბჭოთა რეპრესიებს და დახვრეტილი ადამიანების ტრაგიკულ ისტორიას. ისტორიკოსი თენგიზ სიმაშვილი წლებია, თელავში საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა ისტორიებს სწავლობს.

საბჭოთა რეპრესიებს თელავში ბევრი ადამიანი შეეწირა. მაშინ მოქალაქეებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დამნაშავეებად და ქვეყნის მტრებად აცხადებდნენ, დასახვრეტთა სიაში შეჰყავდათ და თელავში, მაშინდელი ,,პოლიტბიუროს” შენობაში ასამართლებდნენ. ნაწილს იმ შენობაში არსებულ საკნებში ხვრეტდნენ, ნაწილს კი - "გიგოს გორაზე".  

   

გააზიარე