ცხელი ხაზი : +995(350)273106

თელავში პროგრამის - "მომავლის თაობა" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

11 ივნისი, 2019

სამოქალაქო განათლების პროგრამის - „მომავლის თაობა“ ფარგლებში, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში კახეთის რეგიონის 10 პარტნიორი საჯარო სკოლა მონაწილეობდა, მათ შორის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების - იყალთოს, ფშავლის და რუისპირის საჯარო სკოლები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა ფორუმ-თეატრი - „ვუთხრათ „არა“ ძალადობას!“ რის შემდეგაც, მონაწილე სკოლების მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მათ მიერ შესრულებული პროექტები გააცნეს.

პროექტის მიზანია სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების გაძლიერება და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის ხელშეწყობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - დავით ბეგიაშვილი, მერიის კულტურის განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი - ფიქრია ყუშიტაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.

პროგრამას - „მომავლის თაობა“ ახორციელებს საქველმოქმედო ორგანიზაცია - PH International, აშშ-ს საერთაშორისო სააგენტოს (USID) ფინანსური მხარდაჭერით.

 

გააზიარე