ცხელი ხაზი : 0350 27 36 50

თელავში შშმ პირების პრობლემებზე ისაუბრეს

19 ნოემბერი, 2021

თელავში, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინში,, არასამთვრობო ორგანიზაცია ,,ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის,, ინიციატივით, თელავის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მერიების თანამშრომლებისთვის სემინარი ჩატარდა.

შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი და მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სემინარზე შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიაზე, შშმ პირებთან ქცევის ეტიკეტზე, კანონმდებლობასა და გარემოში არსებულ პროლემებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს.

 

გააზიარე