თეთრწყლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

19 May, 2020

კორონავორუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტში დროებით შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა.

სოფელ თეთრწყლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გზის ორ მონაკვეთზე, ჯამში 1054 მეტრის სიგრძეზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხი.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 499 394 ლარით ფინანსდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "გზამშენი 2005" ასრულებს.

გააზიარე