ვანთა

ვანთის ადმინისტრაციული ერთეული

სოფლის სახელწოდება ვანთა - ნაწარმოებია სიტყვიდან ვანი, რომელიც ძველ ქართულად ნიშნავდა დასვენება - დაბინავებას. სოფელში ცხოვრობს 929 ადამიანი. ვანთის საჯარო სკოლაში არის 155 მოსწავლე, ხოლო საბავშვო ბაღში 42 ბავშვი.
სოფელში შემორჩენილია რამოდენიმე ეკლესია. სოფლის მახლობლად აშენებული იყო VIII-IX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების კომპლექსი, საიდანაც შემორჩენილია ფეოდალ ილარიონ ქართველის სასახლის ნანგრევები. სასახლე ორსართულიანია, ნაგებია რიყის ქვით. პირველ სართულს ვიწრო და პატარა სარკმელები ჰქონდა დატანებული,რომელიც სამეურნეო და დამხმარე დანიშნულების იყო. მეორე სართული საცხოვრისი იყო, ხოლო თვითონ შენობას მაღლა ასასვლელი კიბე ჰქონდა.
სოფ. ვანთაში ნაციხვრის ტერიტორიაზე დგას გვიანფეოდალური ხანის ეკლესია, რომელიც მაცხოვრის სახელითაა ცნობილი. ეკლესია აგებულია რიყის ქვით, გარე ფასადზე მოთავსებულია ჯვრის მარტივი რელიეფური ფილა, ხოლო ეკლესიის ინტერიერი დაყოფილია მასიური ერთსაფეხურიანი კედლის პილასტრებით.
ვანთას აქვს კიდევ ერთი უნმიშვნელოვანესი კულტურულ-ისტორიული ძეგლი, წმინდა გიორგის ეკლესია, რომელსაც მოსახლეობა "ქოქიაურები"-ს ეძახის. ეკლესია ახალი რესტავრირებულია.
სოფ. ვანთაში ასევე არის პატარა ზომის ღვთისმშობლის სახელობის საკმაოდ მოძველებული ეკლესია.

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

გიორგი ნაპირელი


ტელ: 570-70-93-11
მობ: 599-85-77-40
E-mail: vanta.telavi@gmail.com

სპეციალისტი
  • თამთა ღუდუმიძე - მობ: 551-12-10-00
გადიდებული რუკის ნახვა
გააზიარე