"ვაჟაობა" ლაფანყურში

21 ივლისი, 2020

25 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“ ჩატარდება .

საზეიმო ღონისძიებები კულტურის სახლის ეზოში დილის 11:00 საათიდან დაიწყება:

ჩატარდება დოღი და ფოლკლორული კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები - „პატარა კახი“ (უმცროსი თაობა) და „მზე შინა“.

სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულებს გადაეცემათ მედლები და ფასიანი საჩუქრები.

გააზიარე