ცხელი ხაზი : +995(350)273106

ქონების მართვის განყოფილება

ქონების მართვის განყოფილების ფუნქციებია:
  • მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
  • წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალიტეტის კუთვნილი უძრავი ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე, მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
  • ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტაციას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
  • ზედამხედველობს მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა – პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;
  • ასრულებს მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება - მოვალეობებს;
  • უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
  • ახორციელებს მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების პირობიანი აუქციონის წესით პრივატიზების შემთხვევაში შესასრულებელი პირობის/პირობების/საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს;
  • ამზადებს წინადადებებს მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;
  • ახორციელებს მუნიციპალიტეტის საშინაო და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ინიციირებას, კოორდინაციას, ინვესტირების მიმართულებების განსაზღვრას, ინვესტორთა ხელშემწყობი პროექტების შემუშავებას და მისი განხორციელების კოორდინაციას.
  • აფასებს მუნიციპალიტეტის არსებულ ეკონომიკურ რესურსებს და ქმნის მონაცემთა ბაზას;
  • ამზადებს წინადადებებს ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით და ურთიერთობს ინვესტორებთან;
  • ადგენს თელავის მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების ეკონომიკურ პროგრამებს;
  • ამზადებს პროექტებს ადგილობრივ მოსაკრებლებთან, ნებართვებთან და გადასახადებთან დაკავშირებით;
  • ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

ქონების მართვის განყოფილება შედის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დაქვემდებარებაში.

ქონების მართვის განყოფილების უფროსი


დიმიტრი ზაქაიძე

საკონტაქტო ინფორმაცია

✆ - 599 72 39 27

გააზიარე