სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს

12 თებერვალი, 2020

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი, საკრებულოს წევრები - დავით გოგოშვილი, ტიტე დარეჯანიშვილი, ვასილ არაბული, გურამ წულუკიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფლების - თეთრიწყლების, კობაძის, პანტიანის, სეროდანის, ნადიკვარის, ვარდისუბნისა და გულგულის მოსახლეობას შეხვდნენ. 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს სოფლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნეს და მათთან ერთად იმსჯელეს არსებული პრობლემების გადაჭრაზე.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებად დასახელდა:

 თეთრიწყლები, კობაძე, ნადიკვარი

► სასმელი წყლის ახალი სათავე ნაგებობის მოწყობა, ასევე სატრენაჟორო მოედნის შემოღობვა და შიდა გზებზე ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა.

 პანტიანი, სეროდანი

► შიდა საუბნო გზების მოხრეშვა.

 ვარდისუბანი

► სოფლის ქუჩების ნომერაციის დასრულება,შიდა საუბნო გზებზე გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა.

 გულგულა

► შიდა საუბნო გზებზე გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა.

თელავის მუნიციპალიტეტში, პროგრამის ფარგლებში, პროექტების განსახორციელებლად ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში, 717 000 ლარია გამოყოფილი.

 

 

  

 

 

 

 

 

გააზიარე