ცხელი ხაზი : 0(350) 273650 - ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მრავალშვილიანი ოჯახებისთვის

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N10 დადგენილების - "თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ"  თანახმად, 

მრავალშვილიანი ოჯახები, სადაც 18 წლამდე 4 და მეტი ბავშვია,  თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად მიიღებენ ფინანსურ დახმარებას 30 ლარის ოდენობით. 

პროგრამაში ჩასართავად საჭიროა მშობელმა განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია:

ა) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
გ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

 

იხ. დადგენილება

გააზიარე