სარიტუალო მომსახურების დაფინანსებისთვის

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (აფხაზეთისამაჩაბლო) მებრძოლ, ვეტერანთა და დევნილ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, ყოველი გარდაცვლილის ოჯახზე გაიცეს ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით, ხოლო უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, გაიცეს ფინანსური დახმარება 500 ლარის ოდენობით.

ა) ვეტერანის ან დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა.ა) ოჯახის წევრის განცხადება;

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) საბანკო ანგარიშის ნომერი;

ა.დ) გარდაცვალების მოწმობა;

ა.ე) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.ვ) დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება განმცხადებლისა და გარდაცვლილის ნათესაური კავშირი;

ბ) უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ბ.ა) განცხადება;

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა, რომ გარდაცვლილი ნამდვილად უპატრონოა;

ბ.დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;

ბ.ე) გარდაცვალების მოწმობა;

ბ.ვ) უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში განცხადების წარდგენის უფლებამოსილება გააჩნია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს, გარდაცვლილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

დადგენილება N3

გააზიარე