ცხელი ხაზი : +995(350)273106

კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

  • მუნიციპალიტეტის მასობრივი კულტურული ღონისძიებების წლიური გეგმების შემუშავება;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი კულტურული ღონისძიებების ჩატარება;
  • კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობა;
  • სპორტული გამაჯანსაღებელი პროგრამების შემუშავება და შესრულება;
  • მუნიციპალიტეტის მასობრივი სპორტული ღონისძიებების წლიური გეგმების შემუშავება;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება;
  • სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
  • შემოქმედებით ჯგუფების პოპულარიზაცია;
  • მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
სამსახურის სტრუქტურა, ფუნქციები და ამოცანები, იხილეთ სამსახურის დებულებაში

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი


 

ფიქრია ყუშიტაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია

✆ -  599 857741

✉ - pikria.kushitashvili@telavi.gov.ge

განათლება

1984-1989 წ.წ. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სამუშაო გამოცდილება

2014 წ.-დან დღემდე თელავის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის , განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი;
2012-2014 წწ. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი;
2011-2012 წ.წ. გაზეთ `კახეთის ხმის~ კულტურის მიმომხილველი;
2003_2008 წწ. `საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის~ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი და გაზეთ `სიტყვა საქმიანის~ რედაქტორი;
1995_2001 წწ. სხვადასხვა პერიოდული გამოცემის სათეატრო მიმომხილველი;
1989_2008 წწ. ასზე მეტი სათეატრო რეცენზიის, ესსესა და სტატიის ავტორი, აგრეთვე არაერთი სატელევიზიო და რადიო გადაცემის ავტორი;
1990_1994 წწ. თბილისის I გიმნაზიის, 46-ე და 54-ე საშუალო სკოლების ხელოვნების პედაგოგი;
1990-2007წწ. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; მუსიკალური კათედრის ლაბორანტი, პედაგოგი, უნივერსიტეტის სამეცნიერო სექტორის მეცნიერ-თანამშრომლი;
1992-1994 წწ. კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი და ქორეოლოგიის სპეციალობის ჯგუფის ხელმძღვანელი.
1989-1994წწ. ვ. ჭაბუკიანის სახ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის თეატრის ისტორიის პედაგოგი და ლაბორანტი.


კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის შემადგენლობაში შედის ორი განყოფილება:

 

სამსახურის განყოფილებები

 

კულტურისა და განათლების განყოფილება

განყოფილების უფროსი

რუსუდან ძამუკაშვილი

✆ -   577 65 2938

✉ - rusudan.dzamukashvili@telavi.gov.ge

კულტურისა და განათლების განყოფილებაში დასაქმებულია 2 უფროსი სპეციალისტი და 1 უმცროსი სპეციალისტი.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება

განყოფილების უფროსი

იოსებ იაგორაშვილი

✆ -  599 855954

✉ - ioseb.iagorashvili@telavi.gov.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებაში დასაქმებულია 2 უფროსი სპეციალისტი და 1 უმცროსი სპეციალისტი

 

გააზიარე