თელავის მუნიციპალიტეტის მერია
საჯარო ინფორმაცია

მერია

  • მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას.
  • მერიას ხელმძღვანელობს მერი. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან და ადმინისტრაციული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები (განყოფილებები).
  • მერიის თანამდებობის პირები, სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
ვრცლად ნახეთ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება
გააზიარე