თელავის მუნიციპალიტეტის მერია
საჯარო ინფორმაცია

საჯარო ინფორმაციის სტატისტიკა

2018 წელს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსულია 98 განცხადება.

ყველა განცხადება დაკმაყოფილებულია. 

2019 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით,  საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის  შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია 70 განცხადება, საიდანაც 49 წარმოადგენს სხვადასხვა ორგანიზაცას, ხოლო ფიზიკური პირების მიერ გამოთხოვოლი საჯარო ინფორმაციიდან, 16 განმცხადებელი არის ქალი, 5 - კაცი. 

ყველა განცხადება დაკმაყოფილებულია. 

____________________________________________________________________________________________________________________________________________

2020 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით,  საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის  შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია 66  განცხადება, საიდანაც 40  წარმოადგენს სხვადასხვა ორგანიზაცას, ხოლო ფიზიკური პირების მიერ გამოთხოვოლი საჯარო ინფორმაციიდან, 21 განმცხადებელი არის ქალი, 5 - კაცი. 

ყველა განცხადება დაკმაყოფილებულია.

____________________________________________________________________________________________________________________________________________

2021 წელს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცნობებთ, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 89 განცხადება, რომელებიც სრულად დაკმაყოფილდა.

  • თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა;
  • თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საჯარო მონაცემთა ბაზებისა და პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა არ მომხდარა;
  • თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოსამსახურეთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისა და დისციპლინარული სახდელის დადების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა;
  • თელავის მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თამარ ზაზანაშვილი.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2022 წელს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცნობებთ, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 58 განცხადება, რომელებიც სრულად დაკმაყოფილდა.

ასევე გაცნობებთ, რომ:

გააზიარე