თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია

ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის სამუსიკო სკოლა

"საქართველოს მკერდის მძივი წინანდალი"- ასე იხსენიებენ ამ უძველეს და უმშვენიერეს სოფელს ლიტერატურაში. მისი სახელი განუყრელადაა დაკავშირებული პოეტ-რომანტიკოსის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელთან. ალექსანდრე ჭავჭავაძის  ლიტერატურული სალონი წინანდალში, ცნობილი იყო მთელს თბილისში. აქ იკრიბებოდნენ ქრთული  ლიტერატურის კორიფეები, როგორებიც იყვნენ: გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, მაიკო ბარათაშვილი, დავით დადიანი. რუსული პოეზიის კორიფეები: ალექსანდრე პუშკინი, მიხეილ ლერმონტოვი, ალექსანდრე  გრიბოედოვი, რომელიც შემდგომ ნინო ჭავჭავაძის მეუღლე გახდა. წინანდალში იყო პირველი ფორტეპიანო, პირველი  როიალი ევროპიდან, უმაღლესი განათლების პირველი მხატვარი გ. მაისურაძე, პირველი პიანისტი ქალები ნინო და ეკატერინე ჭავჭავაძეები. ასეთი მდიდარი კულტურული  ტრადიციების მქონე სოფელში ბუნებრივია დაისვა საკითხი, რომ გახსნილიყო სამუსიკო სკოლა.

1958 წელს წინანდლის მკვიდრმა ბატონმა  ჯიმშერ მუჯირმა სათავე დაუდო მას, მაგრამ კადრების არყოლის გამო, მუსიკალური სკოლა საშუალო სკოლასთან არსებულ მუსიკალურ სტუდიად გადაიქცა. მხოლოდ 1972 წელს, ქალბატონი  ნუნუ მაისურაძის აქტიური მონაწილეობით და ძალისხმევით, გაიხსნა ოფიციალური სამუსიკო სკოლა, რომლის დირქტორიც დაარსებიდან დღემდე არის ნუნუ მაისურაძე-აჩუაშვილი.

სკოლა აქტიურად არის ჩაბმული რაიონულ თუ რესპუბლიკურ ღონისძიებებში.  აგრეთვე მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში.     სკოლას ფესტივალებში მიღებული აქვს: ორი გრან-პრი, 6 ოქროს, 3 ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები, პირველი ხარისხის დიპლომები და ჰყავს მრავალგზის ლაურეატები. სკოლა გამარჯვებულია ნომინაციაში - " საუკეთესო  სკოლა".

სკოლაში მუშაობს ფორტეპიანოს, ვიოლინოს ფანდურის, სოლო და საესტრადო სიმღერის, გალობის და საგუნდო კლასის სპეციალობები.

სკოლაში ასწავლიან ღვაწლმოსილი, პროფესიონალი პედაგოგები, რომლებიც არაერთი სიგელითა და დიპლომით არიან დაჯილდოებული.

 

ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის  მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის სამუსიკო სკოლის დირექტორი

ნუნუ მაისურაძე

საკონტაქტო ინფორმაცია

✉ maisuradzenunu9@gmail.com

✆ 595913941

გააზიარე